სტაჟირება გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტში

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტში. სტაჟირება გაგრძელდება სამი თვე, დასაქმების პერსპექტივით.

———————————————-
ძირითადი მოთხოვნები:

განათლება: საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები)

უპირატესად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა

———————————————-
? პიროვნული უნარები:

  • ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი
  • კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
  • პუნქტუალობა
  • ველზე მუშაობის უნარი

———————————————-

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ “სტაჟირება გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტში”.